აქტუალური
ფოთის მალულად მიღებული ბიუჯეტი

fotii2ზუგდიდი, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ფოთის საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი ყოველგვარი საჯარო განხილვისა და მედიის დასწრების გარეშე დაამტკიცა. საკრებულომ სხდომა 12:00 საათზე დანიშნა, თუმცა მედიის წარმომადგენლები რომ არ დასწრებოდნენ, 11:00 საათზე გამართა და ბიუჯეტი მალულად მიიღო.

16-მილიონიან ბიუჯეტს მხარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ქრისტიან- დემოკრატმა“ ლაშა ბერაიამ არ დაუჭირა. ბერაია მიზეზად ბიუჯეტში პარტიის მიერ მოთხოვნილი სოციალური შეღავათების გაუთვალისწინებლობას ასახელებს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მიიიჩნევს, რომ მსგავსი ბიუჯეტის პირობებში ვერ მოხერხდება თეატრის, სპორტის სასახლისა და საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულება.

თუმცა,საკრებულოს უმრავლესობაში გამოთანაბრებითი ტრანსფერის სიმცირეზე გამოთქმულ პრეტენზიას არ იზიარებენ.