საზოგადოება
თბილისი, 16 დეკემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი“ განცხადებას აკეთებს ქალაქ ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკისთვის საფრთხის შემცველია.
შეგახსენებთ: ახალი ქალაქის მშენებლობა ანაკლიასა და ყულევს შორის იგეგმება. კოლხეთის ეროვნული პარკიც მათ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ყულევი-ანაკლიას შორის ჭაობიანი ფართობი საქართველოს კანონმდებლობის გარდა რამსარის საერთაშორისო კონვენციით არის დაცული და აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებისმიერი გარეზემოქმედება აკრძალულია. ამასთან, ნანა ჯანაშიას ინფორმაციით, ჭაობიანი ტერიტორია, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების შემცველია და მისი დაზიანების შემთხვევაში გარემო დაზარალდება. მისივე აზრით, ამ ტერიტორიაზე ყოველგვარი ფართომასშტაბიანი მშენებლობები დაუშვებელია.