შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ „რუსთავის მედიის მართვის“ დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მიმართ გაკეთებული გაფრთხილება, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს „მაესტროს“ ტერიტორია, დღემდე არ არის სისრულეში მოყვანილი. „მაესტროს“ მესაკუთრეების მოთხოვნაზე, რომ სასამართლოში განხილვების დასრულებამდე „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“ აეკრძალოს ყოველგვარი ქმედება „მაესტროს“ სახელით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საზოგადოებას კარგად ახსოვს და აქვს მაგალითები, თუ რა პრობლემები შექმნია დამოუკიდებელ მედიას. ჩვენთვის მთავარია, აღდგეს „მაესტროს“ სრულფასოვანი მაუწყებლობა და დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა „მაესტროს“ მაუწყებლობას გარკვეული პრობლემები შეექმნას. ასე რომ არ მოხდეს, სათანადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები.
საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაკარგა „იმედი“. საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს „მაესტრო“. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ როგორც ჩვენი საქმით, ისე საპროტესტო აქციების ფორმით. ჩვენ ჟურნალისტური სოლიდარობის იმედი გვაქვს, რადგან სწორედ ამ სოლიდარობამ რეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით პირველი სერიოზული შედეგი გამოიღო“.