აქტუალური
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები 2012 წლის მარტში დაიწყება

evrokavshiriiiiiiiiთბილისი, 16 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ევროკიმისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს ვარშავაში შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ბაროზოს ინიციატივით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს ევროკავშირის საგანგებო მისია 2012 წლის მარტში ეწვევა.

„ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ყველა ასპექტი. თქვენ იცით, რომ საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დავიწყეთ მოლაპარაკება. როგორც ხედავთ, ევროკავშირსა და საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვთ, რომელიც მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის“, – განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

სააკაშვილის განმარტებით კი, შეხვედრაზე რეგიონული საკითხებიც განიხილეს.