სამართალი
„ჯავახქის დიასპორა“ ჯავახეთის დაკარგვით გვემუქრება

javaxqთბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. რამდენიმე წუთის წინ რუსეთის „ჯავახქის დიასპორამ“ საქინფორმის გვერდზე „Facebook“-ში შემდეგი განცხადება განათავსა:

„2008 წლის იანვარში, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად საქართველოში ჩატარდა პლებისციტი შეკითხვაზე: „გსურთ თუ არა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს?“ – გამოცხადდა გაყალბებული შედეგები, რომელთა მიხედვით თითქოს სამცხე ჯავახეთის მხარეში ამომრჩეველთა 70%-ზე მეტმა ქვეყნის ნატოში შესვლას მისცა ხმა. თუმცა საქართველოს წევრობა ნატოში  სამცხე-ჯავახეთის ქართველი მოსახლეობისთვის მიზანშეუწონელია და ის მას მხარს ვერ დაუჭერდა, სულ მცირე, შემდეგი გარემოებების გამო:

– სამხედრო პოლიტიკური ალიანსის – ნატოს წევრობა ნიშნავს თურქეთის, როგორც ალიანსის წევრისათვის, მხარის ტერიტორიების შესაძლო გადაცემას, რაც სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას და ისტორიას ეწინააღმდეგება;

– სამხედრო პოლიტიკური ალიანსის – ნატოს წევრობა სომხეთის პირდაპირი გამოწვევაა, რამეთუ ეს ფაქტი მის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მისწრაფება სამხედრო პოლიტიკური ალიანსის – ნატოს წევრობისკენ სამცხე-ჯავახეთის სომეხთა პოლიტიკურ ნებას ეწინააღმდეგება, და ასეთი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საკითხის ამგვარი გაყალბებით, მხარის სომეხი მოსახლეობის აზრის უგულებელყოფით გადაწყვეტა მასებს კონფლიქტისაკენ უბიძგებს, რაც, საბოლოო ჯამში, გვაიძულებს, სეცესიისაკენ მოვუწოდოთ და გამოვაცხადოთ.

რუსეთის ჯავახქის დიასპორა

2001 წლის დეკემბერი“

http://www.yerkramas.org/2011/12/15/stremlenie-gruzii-stat-chlenom-nato-protivorechit-vole-armyan-samcxe-dzhavaxka-%E2%80%93-dzhavaxkskaya-diaspora-rossii/