აქტუალური
ოქრიაშვილი ევროპას ამჯობინებს

11oqriashviliთბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. 19 წლის ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს „ილიჩევეცთან“ იჯარის ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება. ქართველი მარიუპოლელთა რიგებში ერთადერთი ლეგიონერია, რომელიც დონეცკის „შახტარიდან“ არის განათხოვრებული.

თამაშის პრაქტიკის მიზნით, დონეცკელებმა ფეხბურთელი, რომლებთანაც ოქრიაშვილს 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, „ილიჩევეცში“ დეკემბრის ბოლომდე გაანათხოვრეს, თუმცა იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

უკრაინაში ზამთრის შესვენებამდე მხოლოდ ერთი ტური დარჩა. როგორც ოქრიაშვილმა საქინფორმს განუცხადა, ან „შახტარში“ დაბრუნდება, ან ევროპის რომელიმე გუნდს მიაშურებს.

„არ არის ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი, „ილიჩევეცს“ უნდა ჩემი დატოვება, მაგრამ მე არ მინდა. არ ვიცი, როგორ გადაწყდება. დარჩენის შანსი 50/50-ზეა, გადაჭრით არაფერს ვიტყვი. ან დონეცკში დავბრუნდები, ან ევროპაში წავალ ისევ იჯარით“.

– რომელ ქვეყანაზეა საუბარი?

– ბელგია,  გერმანია და ჰოლანდია. მალე შესვენება დაიწყება და აგენტთან ერთად ყყველაფერს გადავწყვეტ.

ჰოლანდია ახსენეთ... „ვიტესი“ ხომ არ გიწვევთ?

– არა, „ვიტესი“ გამორიცხულია.