აქტუალური
წლის დიპლომატი: პრიზი - "ჰალსტუხი"...

diplomaaaaatთბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ქართულ მედიასივრცეში პირველად დღეს, 19:00 საათზე, რესტორან „კრუიზში“, დიპლომატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება –  ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgian Journal“ მედია „პალიტრასთან“ ერთად წლის დიპლომატს გამოავლენს.

დაჯილდოების ცერემონიამდე „პალიტრის“ საგამომცემლო სახლმა პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს შორის სამთვიანი გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც რამდენიმე კანდიდატი გამოვლინდა.

გამარჯვებული დასაჩუქრდება პრიზით, რომელიც ექსკლუზიურად ცერემონიისთვის შეიქმნა. სხვადასხვა ვიქტორინის გამარჯვებულებისთვის კი სპეციალური პრიზები მოამზადეს პროექტის პარტნიორებმა და სპონსორებმა, კერძოდ, „Duty Free Alliance“-მა, „Nemiroff“-მა, სათვალის მაღაზიათა ქსელმა „Safilo“-მ, კლინიკა „Total Charm“-მა; სასტუმროებმა: „Radisson Blu Iveria“-მ, „თბილისი მარიოტმა“ და „Courtyard Marriot“-მა, საიუველირო მაღაზიათა ქსელმა „კრისტალმა“ და წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“.

ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დიპლომატიური კორპუსის საქმიანობის ხელშეწყობა და ქართულ მედიასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შემოქმედებითი ურთიერთობის გაღრმავებაა.

ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, ექსპერტები და ბიზნესმენები დაესწრებიან.

გაზეთი „Georgian Journal“ და „პალიტრის“ საგამომცემლო სახლი წლის ელჩის დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ჩაატარებს.