აქტუალური
ზუგდიდის საკრებულომ „ანაკლია–განმუხური რესორტს“ 1 მლნ გადაურიცხა

sakrebulloზუგდიდი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონი ლარის ოდენობის მიზნობრივი ტრანსფერის დასამტკიცებლად ზუგდიდის საკრებულო გუშინ, 2011 წლის 13 დეკემბერს, 18:30 წუთზე შეიკრიბა. საკრებულოს არაგეგმიური სხდომა 16:00 საათხე იყო ჩანიშნული, თუმცა ორსაათნახევრიანი დაგვიანების მიზეზი, როგორც საკრებულოში განმარტეს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ტრანსფერის გადმორიცხვაზე ხელმოწერის დაგვიანება გახდა.

აღნიშნული ტრანსფერი საკრებულომ მის მიერვე შექმნილ შპს „ანაკლია-განმუხური რეოსორტს“ ჩაურიცხა. წუხანდელ სხდომაზე გირკვა, რომ „ანაკლია-განმუხური რესორტი“ სოფელ ანაკლიაში სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს ააშენებს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ განმარტა, თანხა შესრულებული სამუშაოებისთვის იქნა ჩარიცხული და 1 მილიონ ლარს „ანაკლია-განმუხური რესორტი“ დავალიანებების გასასტუმრებლად გამოიყენებს.