საზოგადოება
თბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ქუთაისის „ტორპედო“ მეორე წრის ბოლოს თენგიზ ჩიკვილაძეს შეელევა. ჩვენი ინფორმაციით, იმერული კლუბის თავკაცმა გია გეგუჩაძემ ამის შესახებ უკვე აცნობა ფეხბურთელს და მას ახალი კლუბის მოძებნა ურჩია, თუმცა ზამთრის სეზონის დასრულებამდე ფეხბურთელი გუნდში დარჩება და ივარჯიშებს.
გარდა ჩიკვილაძისა, გეგუჩაძემ გამოსაცდელი ვადა მისცა გამოცდილ თავდამსხმელ გია მეგრელაძეს. როგორც ჩანს, „ტორპედოს“ თავკაცი შეგირდების გარჯით უკმაყოფილოა და შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს.