პოლიტიკა
„საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები, სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, შექმნიან საარჩევნო ბლოკს. შესაბამისად, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან“, – ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში.
იმავე ინფორმაციით, „უკვე შედგა შეთანხმება „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურთან და „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან, რომლებიც მათი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად, პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში.