სამართალი
თბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ცხინვალში პრეზიდენტობის ექს-
კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრე ანატოლი ბარანკევიჩის კუთვნილი „ნივის“ მარკის ავტომანქანა დაწვეს.
ბარანკევიჩის თქმით, ფაქტის შესახებ, რომელიც მისი სახლის სიახლოვეს დღეს 05:50 საათზე მოხდა, მას მეზობლებმა შეატყობინეს.
ბარანკევიჩმა სამართალდამცველი ორგანოების სახელზე განცხადებაც დაწერა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 17:00 საათზე ჯიოევამ და ბარანკევიჩმა პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებელ ვადიმ ბროვცევთან შეხვედრაზე ვიცე-პრემიერად ბარანკევიჩის დანიშვნის საკითხი განხილეს.