პოლიტიკა
თბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს, რომლის ცნობითაც, აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა და საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნა.
აფხაზეთის ეროვნული კრება 35 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატისგან შედგება და მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია. წინა საპარლამენტო არჩევნები 2007 წლის მარტში გაიმართა. 2012 წლის მარტში აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების გარდა, 4 მარტისთვის დანიშნულია რუსეთის პრეზიდენტის, ხოლო 25 მარტს სამხრეთ ოსეთის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები.