სამართალი
გია ცაგარეიშვილის ვაჟს სასტიკად გაუსწორდნენ

cagareishvili222

თბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმთან საუბარში ირაკლი ალასანიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განმარტა, მისი შვილი, 19 წლის ზურაბ ცაგარეიშვილი წუხელ გვიან ღამით უცნობმა პირებმა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან სასტიკად ცემეს.

დეპუტატი მისი შვილის თანატოლებთან დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს და მომხდარს მი პოლიტიკურ მოღვაწეობას და ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს.

„ჩემი შვილი სპორტსმენია, წესიერი და კარგად აღზრდილი. კრიმინალი ნამდვილად არაა და როგორც გავარკვიე, თანატოლებთან დაპირისპირება არ ჰქონია. ამ ყველაფერს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას და განსაკუთრებით „ქართუ ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ჩემს განცხადებებს ვუკავშირებ. ყველასთვის ნათელია, რომ მოდის ამ გათახსირებულების აღსასრულის ჟამი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ოპონენტების წინააღმდეგ უკვე მსგავსი ანგარიშსწორებაც დაიწყო. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით, ამ რეჟიმში ვართ უკვე 5 წელია და მე არაფრის არ მეშინია. ეს ხალხის შესაშინებლად ხდება. მთავარია საზოგადოება და თქვენ – მედია არ შეშინდეთ“, – განუცხადა საქინფორმს ცაგარეიშვილმა.

რაც შეეხება ,მისი ვაჟის ამჟამინდელ მდგომარეობას, დეპუტატის განმარტებით, ის ამჟამად შედარებით უკეთაა და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ზურაბ ცაგარეიშვილს ტვინის შერყევა და სახსა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.