საზოგადოება
ლიკა ყაზბეგის „წარმატებული ქალები პოდიუმზე“

garekanii-wbmთბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ზეგ, ა.წ. 15 დეკემბერს, 19:00 საათზემ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიზაინერ ლიკა ყაზბეგის პროექტი „წარმატებული ქალები პოდიუმზე“ გაიმართება.

როგორც საქინფორმს ლიკა ყაზბეგმა აცნობა, პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ წელს უკვე  მეოთხედ ხორცილდება. „ჩვენება, ტრადიციულად, ზამთრის სეზონზე იმართება და ის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ მანდილოსნებს აერთიანებს. წელს ჩვენებაში მონაწილეობას 20-მდე ქალბატონი მიიღებს, მათ შორის:  ნანა ლორთქიფანიძე,  ნინო ცქიტიშვილი, ნუკა კაციტაძე, ხათუნა გაგნიძე, ნინო თოლორდავა, ელენე კაჭარავა, სალომე გოგიაშვილი, ნანა კიკნაძე, ქეთი ნიჟარაძე, მაკა მიქელაძე, ნუკა ედიბერიძე, მარიკა ჩანგიანი და სხვები“, – განმარტავს ლიკა ყაზბეგი.

მისივე ინფორმაციით, ჩვენების მონაწილეების ჩაცმულობაზე დიზაინერებმა სალომე ამანათაშვილმა და ნინო გოგიბერიძემ იზრუნეს. წარმატებული ქალბატონები პოდიუმზე თაკო რუხაძის აქსესუარებს წარმოადგენენ.

ამასთან, სპეციალურად ლიკა ყაზბეგის პროექტისთვის და ბიზნესქალბატონებისთვის დიზაინერმა ნინო გოგიბერიძემ ტრადიციული ქართული სამოსი – ყაბალახი შექმნა, რომელსაც მონაწილეები ჩვენებაზე მოირგებენ.

საღამოს წარუძღვებიან წამყვანები თათია პაჭკორია და გიგა ბატკუაშვილი.

წელს ჩვენების პარალელურად პირველად გაიმართება პროექტში მონაწილე მანდილოსნების ფოტოგამოფენა. ეს ფოტოები სხვადასხვა დროს და სიტუაციაში სტუდია „www. graf.ge“-ს  ფოტოხელოვანებმა გადაიღეს (ფოტოები, ძირითადად, ბიზნესქალბატონების სამუშაო გარემოშია გადაღებული).

ღონისძიებას საპატიო სტუმრები დაესწრებიან, მათ შორის, ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ივან რომანოვსკი, რომელიც საქართველოში 4 დღით ჩამოდის.

ჩვენების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „მიუზიქ-ბოქსი“.

პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“' პირველად  2008 წელს განხორციელდა. 4 წლის განმავლობაში მან  საზოგადოებას არაერთი წარმატებული მანდილოსანი საინტერესო კუთხით გააცნო.

დამატებითი ინფორმაციისთვის პროექტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 577 43 20 00 ან ელექტრონულ ფოსტაზე:  l.kazbegi@mail.ru.