აქტუალური
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა

invvest-gaizardaთბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. „2011 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17.7 %-ით გაიზარდა და 266 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – იტყობინება საქსტატი.

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 173.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მეორე კვარტალში კი ეს მოცულობა 203.4 მლნ ლარამდე გაიზარდა. მაშინ საქსტატმა განაცხადა, რომ ეს მონაცემები წინასწარია და ექვემდებარება დაზუსტებას წლიური სტატისტიკური გამოკვლევის მასალების დამუშავების შემდეგ.

საქსტატისავე ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა, რაც 643.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.1%-ით გაიზარდა.

პირდაპირი ინვესტიციების დიდი ნაწილი 2011 წლის იანვარ-სექტემბერში ჰოლანდიაში დარეგისტრირებული კომპანიებიდან შემოვიდა 134.7 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდიან დანია – 99.8 მლნ აშშ დოლარი; კვიპროსი – 80 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 67.9 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 40.4 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 39.3 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 37.6 მლნ აშშ დოლარი; ინდოეთი – 26.1 მლნ აშშ დოლარი; ყაზახეთი  – 21 მლნ აშშ დოლარი; გერმანია – 19.7 მლნ აშშ დოლარი; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები – 13.8 მლნ აშშ დოლარი; ავსტრია – 12.4 მლნ აშშ დოლარი.

საქსტატის ინფორმაციით, სამრეწველო სექტორი პირველ ცხრა თვეში კვლავ დომინირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეკონომიკაში განაწილების თვალსაზრისით  – 140.5 მლნ აშშ დოლარი; მას მოჰყვება საფინანსო სექტორი – 123.6 მლნ აშშ დოლარით; ენერგეტიკა – 79.2 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება – 77.5 მლნ აშშ დოლარით; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა –  74.3 მლნ აშშ დოლარით; მშენებლობა – 31.2 მლნ აშშ დოლარით; ჯანდაცვა – 18.5 მლნ დოლარით; სასტუმროები და რესტორნები – 14.7 მლნ აშშ დოლარით; და სოფლის მეურნეობა – 9.2 მლნ აშშ დოლარით.