პოლიტიკა
შეხვედრა ცხინვალში

v-cxinvaliთბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევისა და პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ ალა ჯიოევას შეხვედრა დღეს გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა 17:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

როგორც ჯიოევას შტაბში აცხადებენ, შეხვედრაზე „რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის შემდგომი ნაბიჯები იქნება განხილული“.

კერძოდ, ოპოზიცია მოითხოვს, „მთავრობის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ანატოლი ბარანკევიჩი იქნეს დანიშნული“.