აქტუალური
თბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა ტომ კრუზმა გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. ჰოსპიტალში მკურნალობას ამჟამად 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ.