სამართალი
„მონიტორინგს ფიზიკური პირებიც განახორციელებენ“

na-graniceთბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი როგორც ელექტრონულად, ისე ფიზიკურად განხორციელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.

„თავიდან იყო საუბარი, რომ იქნებოდა მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგი, მაგრამ ქართული დელეგაციის ძალისხმევით მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მონიტორინგი იქნება როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური ყოფნის ფარგლებში. კორიდორების სათავეებში განთავსდებიან მუდმივი ფიზიკური მონიტორები და ინფორმაციის გაცვლა მოხდება ელექტრონულად“, – აღნიშნა კალანდაძემ.

მისი თქმით, საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა ოფიციალური ხელშეკრულების ტექსტი, რუქები და, შესაბამისად, თვალნათლივ ჩანს, როგორი იქნება განლაგება.