პოლიტიკა
თბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საზეიმოდ გამოცხადდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ კარელ დე გუხტთან. იგეგმება შეხვედრებიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ფილატთან.