სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება
თბილისი, 12 დეკემბერი,
საქინფორმი. როგორც პარტია „საქართველოს გზის“ წევრმა ნათელა მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პარტიის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში გაზაფხულზე დაბრუნდება.
„საზოგადოებრივ მოძრაობაში ჯერჯერობით არ ვერთიანდები. მე პარტიაში ვარ. რაც შეეხება ივანიშვილთან თანამშრომლობას, ჩემი ლიდერი ჩამოვა და როგორც ის მოიქცევა, ისე მოვიქცევი მეც“, - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ ზურაბიშვილი საქართველოში 2012 წლის გაზაფხულზე დაბრუნდება.