საზოგადოება
ნინო ქადაგიძე-ჟვანია: „ქართული ოცნება“ ზურას საქმეს გააგრძელებს“

jvaniaaaaთბილისი, 12 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ქვრივმა ნინო ქადაგიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „შეუძლებელია, ქვეყანაში მუდმივად ერთი ძალა იყოს – აუცილებელია, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნა“.

„გამიჩნდა განცდა, რომ ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მოქალაქეების და მოქალაქეები ანგარიშვალდებულნი არიან ქვეყნის წინაშე. „ქართული ოცნების“ წევრი, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო გავხდი. მე მას ვენდობი როგორც ადამიანს და ვფიქრობ, რომ ის პრინციპები, რომლებზეც საუბრობს, იმ ყველაფრის გაგრძელება იქნება, რასაც ზურა აკეთებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია, მუდმივად ერთი პოლიტიკური ძალა იყოს ქვეყანაში და აუცილებელია, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის განვითარება“, – განაცხადა ქადაგიძემ.