სამართალი
ევროპის სახლი ადამიანის უფლებათა დაცვის დღის აღსანიშნავ მიღება-გამოფენას უმასპინძლებს

evropis-saxliთბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, დღეს, 9 დეკემბერს, 18.30 საათზე, ევროპის სახლში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მისი აღმატებულება, ბატონი ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს სახალხო დამცველი, ბატონი გიორგი ტუღუში ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღება-გამოფენას უმასპინძლებენ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოს სახალხო დამცველი. ღონისძიება იმართება პროექტი  „საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობის“ ფარგლებში და საფრანგეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების, ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლობით.