ამერიკელმა პროგრამისტმა მარკ ცუკერბერგმა, პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის დამაარსებელმა, რომელმაც მას პოპულარობა, ფული და სტატუსი _ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მოუტანა, გადაწყვიტა ოჯახი შექმნას. მარკის რჩეული გახდა პრისცილა ჩანი, წყვილი ერთად 2003 წლიდანაა.
Microsoft-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბილ გეიტსმა, ერთ-ერთ ინტერვიუში მსოფლიოს პირველმა განუცხადა, რომ მარკმა როგორც იქნა ხელი სთხოვა პრისცილას. მალე პრისცილას Facebook-ის პირად პროფილზე გამოჩნდა სტატუსი „ურთიერთობაში ვარ მარკ ცუკერბერგთან“. შემდეგ მარკმა 7 მილიონ დოლარად შეიძინა ვილა პალო-არტოში, სადაც ბედნიერი წყვილი საცხოვრებლად გადავიდა.ცნობილია, რომ ახლა წყვილი ქორწინების კონტრაქტს ადგენს. საინტერესოა, რომ პატარძალ უფრო მეტი მოთხოვნა აქვს მომავალი ქმრის მიმართ, ვიდრე პირიქით. მაგალითად, პრისცილა მოითხოვს, რომ მარკმა მასთან გაატაროს დღეში არანაკლებ ასი წუთი და ყოველი კვირის ბოლოს დაპატიჟოს ვახშამზე ან კინოში.
ვიმედოვნებთ, რომ მისტერ Facebook-ი, თავისი დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, შეძლებს კონტრაქტის პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაბრაზებულმა პრისცილამ ის Facebook-ის კონტაქტებიდან ამოშალოს.
http://www.presa.ge/new/?m=yellow&AID=6699