აქტუალური
მოსახლეობის უმეტესობა არცერთ ტელეკომპანიას არ ენდობა

gamokitxva-tvთბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. სულ 11 რეგიონში 3 000 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხვა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, მედიაზეც ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით ირკvევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არცერთ ტელეარხს არ ენდობა.

კითხვაზე – „რომელ ტელეარხს ენდობით ყველაზე მეტად?“ – შედეგები 30-ბალიან გრადაციაზე ასე გადანაწილდა: „რუსთავი 2“ – 18.3, „მაესტრო“ – 14.9, „იმედი“ –  12.7, „კავკასია“ – 8.9, „პირველი არხი“ – 3.0, „პირველი კავკასიური“ – 1.4, „აჭარის ტელევიზია“ – 0.6, „რეალ TV“ – 0.2, „საპატრიარქოს ტელევიზია“ – 0.2, „მეორე არხი“ – 0.1. არცერთ ტელეკომპანიას არ ენდობა გამოკითხულთა 27.5, ხოლო პასუხის გაცემა 12.2-ს უჭირს.