პოლიტიკა
თბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 18 წელს ზემოთ ასაკის 4 000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების რამდენიმე ნაწილი გასულ დღეებში გამოქვეყნდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, რუსეთთან დიალოგის განახლებას გამოკითხულთა 73 % მხარს უჭერს.