პოლიტიკა
თბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ედუარდ კოკოითი არ აპირებს წასვლას, სანამ არ მოილევს „ნარინჯისფერ რევილუციას“ სამხრეთ ოსეთში.
კოკოითიმ უარყო ცნობები მისი გადადგომის შესახებ.
„ეს ცნობები აბსურდია და დეზინფორმაცია. მე არსად წავსულვარ და არც წავალ ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც 25 მარტსაა დანიშნული“, – განუცხადა ედუარდ კოკოითიმ „ინტერფაქსს“. „მე გადავცემ ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც გაიმარჯვებს 25 მარტს. მე არ წავალ მანამ, სანამ არ ამოვძირკვავ „ნარინჯისფერი რევილუციის“ ყველა ფესვებს ჩემს რესპუბლიკაში“, – თქვა კოკოითიმ.