აქტუალური
ახლებმა ზუგდიდში რაიონული ოფისი გახსნეს

gamyrelidzeeeeზუგდიდი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს პარტიის ზუგდიდის რაიონული ოფისი გახსნა და ახალი სტრატეგიის მეორე ეტაპი წარადგინა, რომელიც 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება და პარტიის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებულ 2 ძირითად საკითხს მცირე ბიზნესის განვითარებასა და სოფლის გაძლიერებას ეხება.

პარტიის სტრატეგიის პირველი ეტაპი სტრუქტურული ერთეულების აღდგენა და პარტიის განახლება იყო. მესამე ეტაპი კი წინასაარჩევნო პროცესის წარმართვა და არჩევნებში მონაწილეობაა.

გამყრელიძის განცხადებით, „ახალი მემარჯვენეები“ მოქალაქეებთან ინტენსიურ შეხვედრებს იწყებენ.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაცია რეგიონული ოფისის ფუნქციასაც შეასრულებს. რაც შეეხება ოფისის ხელმძღვანელს, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ის, თუმცა „მემარჯვენეები“ ჟურნალისტებს შეჰპირდნენ, რომ ამ ფაქტს ცალკე პრესკონფერენციას მიუძღვნიან. კოორდინაციას კი პარტიის სამეგრელოსოს ოფისებს მანანა ნაჭყებია გაუწევს.

ამ ეტაპზე სამეგრელოში პარტიას სულ 5 რაიონული ოფისი აქვს, კერძოდ: აბაშაში, სენაკში, მარტვილში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.