აქტუალური
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

gancxadeba4თბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში კვირას, 11 დეკემბერს, 15.00 საათზე, გაიმართება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია.

„თბილისი ივენთ ჰოლში“, ასევე,  ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მხარდამჭერთა რეგისტრაცია. ამას გარდა, „თბილისი ივენთ ჰოლში“ დამონტაჟდება დიდი სატელევიზიო ეკრანი, რათა დარბაზში ადგილების სიმცირის გამო გარეთ დარჩენილ მხარდამჭერებს მიეცეთ ღონისძიების ნახვის საშუალება.