საზოგადოება
თბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ბიზნესჟურნალ „Forbes“-ის ქართულენოვანი გამოცემა იწყება. დღეს სასტუმრო „Holiday Inn“-ში ჟურნალ „Forbes“-ის საქართველოში გამოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოში ჟურნალი გამოიცემა ამერიკულ „Forbes Media, LLC“-თან პარტნიორობით და ეს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე ხდება.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ „Forbes“-ის ქართული ვერსია საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჟურნალის რიგით მეოცე საერთაშორისო გამოცემაა.„Forbes Georgia“ ყოველთვიური გამოცემაა 3-ათასიანი ტირაჟით.
ჟურნალის პარალელურად შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ყოველდღიურად განახლებადი ვებგვერდიდანაც www.forbesgeorgia.ge.