საზოგადოება
თბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას გეგმავს. როგორც თავად განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი იქნება.
„ვაპირებ პოლიტიკაში აქტიურ მოღვაწეობას და მიმდინარე წლის 11 დეკემბერს გასამართ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას დავესწრები“, – აცხადებს ქადაგიძე-ჟვანია. მისივე თქმით, ის მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციას დააფიქსირებს. „არ მინდა, პოლიტიკამ შვილებთან ურთიერთობის ბედნიერება მომაკლოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ არ დავბერებულვარ და პოლიტიკაშიც შევძლებ საქმის კეთებას“, – აღნიშნავს ნინო ქადაგიძე.