აქტუალური
ამერიკული აკადემიის სამი ჯილდო აჭარას

amer-academyთბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კანში ამერიკული აკადემიის დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც ნომინანტებს შორის პირველად მოხვდა საქართველო, კერძოდ კი – აჭარის რეგიონი.

ამერიკული აკადემიის გადაწყვეტილებით, რეგიონმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა: ბათუმი, როგორც საუკეთესო, ახალი საკურორტო ქალაქი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც ინვესტორების მიმართ ყველაზე მეგობრულად განწყობილი რეგიონი; პრიზი ინოვაციური მმართველობისთვის – ლევან ვარშალომიძე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ამერიკული აკადემია მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე მოთამაშე წარმატებულ ქვეყნებს, კომპანიებს და მომსახურების სხვადასხვა სექტორის საუკეთესო წარმომადგენლებს აჯილდოვებს. მსოფლიო მასშტაბით, ტურისტულ სექტორში ამერიკული აკადემიის ჯილდო ყველაზე პრესტიჟულ პრემიად მიიჩნევა.