პოლიტიკა
საქართველომ და რუსეთმა გაყინული კონფლიქტები პირდაპირი დიალოგის გზით უნდა მოაგვარონ

hilar3თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვილნიუსში ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ კონფლიქტების პირდაპირი დიალოგის გზით გადაჭრისთვის ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს.

„მივესალმებით იმ სამუშაოებს, რომლებიც საქართველოში გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ტარდება ჟენევაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს ვუწყობთ პროგრესს ჟენევაში, რათა  საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი პირდაპირი დიალოგის გზით გადაიჭრას. ასევე, გვსურს სრული გამჭვირვალობა რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების მილიტარიზაციის პროცესში“, – განაცხადა კლინტონმა.