პოლიტიკა
ლაზიკას პროექტი ჯერ არ არსებობს

balavadzeeeთბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში სტუმრობისას შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ქალაქის – ლაზიკას, გაშენების იდეა გაახმიანა. მისი თქმით, ლაზიკა საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი გახდება.

ქალაქის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს და ათ წელიწადში დასრულდეს, თუმცა ირკვევა, რომ რეალურად ლაზიკას პროექტი ჯერ არ არსებობს.

როგორც უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე აცხადებს, ქალაქის მშენებლობა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, რომელიც პრეზიდენტს ეკუთვნის და მისი მიზანი ახალი ეკონომიკური ცენტრის შექმნაა. „პროექტი ჯერ არ არსებობს, ჯერ შესაბამისი ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ლაზიკას პროექტი რეგიონული განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებს ბალავაძე.