აქტუალური
თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ერევანში გამართული საბავშვო სიმღერის კონკურს “ევროვიზია 2011”-ის (Eurovision Junior – 2011) გამარჯვებული ქართული ჯგუფი “Candy” გახდა. სიმღერით Candy Music ("ტკბილი მუსიკა") ჯგუფმა 108 ქულა მოიპოვა (см. видеозапись на главной странице нашего сайта www.saqinform.ge).
გამარჯვებულებს სომეხი დიზაინერის - იუველირი ნურის მიერ ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული პრიზი გადაეცათ. ის კონკურსის ლოგოტიპს - არარატის მთის სტილიზებულ გამოსახულებას იმეორებს. პრიზი შარშანდელი საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებულმა ვლადიმერ არზუმანიანმა გადასცა.103 ქულით მეორე ადგილზე 13 წლის რეიჩელი გავიდა ჰოლანდიიდან, რომელმაც შეასრულა სიმღერა I am teenager ("მე მოზარდი ვარ"). მესამე ადგილი კი 99 ქულით და სიმღერით "სიკეთის ანგელოზები" მისმა თანატოლმა ბელორუსმა ლიდია ზაბოლოცკაიამ დაიკავა.
14 წლის ეკატერინა რიაბოვა რუსეთიდან მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. ხუთეული სომხეთის წარმომადგენელმა - 12 წლის დალიტა ავანესიანმა დააბოლოვა სიმღერით Welcome to Armenia.
მეცხრე საერთაშორისო საბავშვო კონკურს “ევროვიზიაში” 13 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა (სომხეთი, საქართველო, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, მაკედონია, ჰოლანდია, ბელორუსია, შვედეთი, ბელგია). კონკურსი სომხეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და ინტერნეტით გადაიცემოდა.