სამართალი
ლორთქიფანიძემ საპარლამენტო უმცირესობას მიმართა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის დარღვევაზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმცირესობას ჰკიდებს და მოუწოდა, ამ პასუხისმგებლობაზე უარი ეთქვათ. საპარლამენტო უმცირესობისადმი ეს რეპლიკა გააპროტესტა დეპუტატმა ნუგზარ ერგემლიძემ, რომელსაც დიმიტრი ლორთქიფანიძემ შეახსენა, რომ სწორედ პირველი იყო უმცირესობიდან იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მოაწერეს ხელი. შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება თამაზ დიასამიძესა და ლევან ვეფხვაძეს შორის მოხდა.
კამათისa და დაპირისპირების შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერების ინიციატივით „ქრისტიან-დემოკრატებიც“ გამოვიდნენ. ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება უნამუსოდ იქცევა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს „შეტენოს“ და აჰკიდოს პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდის პასუხისმგებლობა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს პოპულარული თემა არ არის და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.