სამართალი
ცხინვალში სასამართლომ არჩევნები კვლავ ბათილად აღიარა

sud-otklonilთბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ცხინვალში სასამართლომ სხდომაზე  გადაწყვიტა, არჩევნების შესახებ გამოტანილი წინა განაჩენი ძალაში დაეტოვებინა და 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ბათილად ეღიარებინა.

ამის შესახებ განცხადება სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ასამათ ბიჩენოვმა გააკეთა.

მისივე განცხადებით, სასამართლოს სხდომა უკვე დასრულდა და ვერდიქტი ხმამაღლა იქნა წაკითხული.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტსაა დანიშნული, მაგრამ მასში ალა ჯიოევას მონაწილეობის უფლება არ აქვს.

სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ, რომლის დაუყოვნებლივ გადადგომა ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა, განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უნდა დაემორჩილოს ოპოზიციის ულტიმატუმებს.

საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვაში მომიტინგეებმა კრიზისის მოგვარებაში მხარდაჭერას ითხოვენ.

„სამხრეთ ოსეთის ხალხი მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ ჩაერიოთ მიმდინარე მოვლენებში სიტუაციის სტაბილიზაციისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით... საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ ერთი ტრაგედია მოხდეს. მთელი ხალხის და თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება უცვლელ ღირებულებას წარმოადგენს, რომლით მანიპულირებაც შეუძლებელია“, – იტყობინებიან ადგილობრივი და რუსული საინფორმაციო სააგენტოები მიმართვის ტექსტზე დაყრდნობით. მასში, ასევე, ნათქვამია, რომ პოსტსაარჩევნო კრიზისმა „შესაძლოა, მთელი კავკასიის დესტაბილიზაცია მოახდინოს“.