აქტუალური
ეროსი კიწმარიშვილი: „მაესტროს“ გაყიდვა უკვე შედგა“

erosთბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში  საუბრისას განაცხადა, „მაესტროში“ მიმდინარე პროცესები უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება“.

„13 ნოემბერს მამუკა ღლონტი ბიძინა ივანიშვილს ფარულად შეხვდა. ივანიშვილისთვის ტელეკომპანიის გადაცემამდე მათ მედიის მართვის კომპანიის ჩამოშორება სურდათ. მოვიდა ბიძინა, უთხრა, მოაშორეთ ეროსიო. მათ საამისოდ ყველაფერი გააკეთეს, პროცესი დაქოქეს, რომ ჩემთვის კონტრაქტი შეეწყვიტათ. გაყიდვა უკვე შედგა, მაგრამ სჭირდებოდათ საბაბი ტელეკომპანიის მოტივირებული გაყიდვისთვის“, -  განაცხადა კიწმარიშვილმა.