ედუარდ შევარდნაძე „ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს“
თბილისი.
6 დეკემბერი,
საქინფორმი. ყოფილი პრეზიდენტი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის პოსტზე ფსონის პაატა შევარდნაძეზე დადების შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორებს უწოდებს. „ჭორებს ვერ ავყვები“, – აცხადებს შევარდნაძე.
ცნობისთვის, „ჩვენი საქართველოს“ ლიდერი ელისო კილაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად პაატა ედუარდის ძე შევარდნაძეს ამზადებს. ინფორმაციის წყაროდ კილაძე „ივანიშვილთან დაახლოებულ, ოპოზიციურად განწყობილ პიროვნებას“ ასახელებს. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ექს-პრეზიდენტის ვაჟს, რომელიც ამჟამად UNESCO-ში მუშაობს და პარიზში ცხოვრობს, საფრანგეთის დედაქალაქში არაერთხელ მანამდე შეხვდა, სანამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა.