სამართალი
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა

rezervistiთბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რეზერვისტ ნიკა ალფენიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნიკა გიორგის ძე ალფენიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. ნიკა ალფენიძე ირიცხებოდა  ნებაყოფლობით რეზერვში. ის საწვრთნელი გაწვევის დროს  გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი სისხლძარღვოვანი ტრომბოემბოლია გახდა. ალფენიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისთანავე გადაყვანილი იყო სენაკის საავადმყოფოში, თუმცა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.