სამართალი
თბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ჩაფურიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ლაშა კბილცეცხლაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის დროს ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.„პაციენტი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შემოიყვანეს. მას ჭრილობა გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული“, – განმარტა ახმეტის რაიონული საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა თამილა კოტაშვილმა.
გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
აღნიშნულ საქმეს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.