პოლიტიკა
ნინო კალანდაძე: „მონიტორინგი მხოლოდ ელექტრონული მეთოდით განხორციელდება“

ninokalandadzeთბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როკის, ფსოუსა და ლარსის სავაჭრო დერეფნებში ტვირთბრუნვის მონიტორინგი მხოლოდ ელექტრონული მეთოდით განხორციელდება. მისი განმარტებით, საზღვარზე არ განთავსებიან ადამიანები, არამედ ეს იქნება ელექტრონული მონიტორინგი.

კალანდაძე არ აკონკრეტებს შვეიცარიული მხარის მიერ გადაცემული იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთაგან ერთ-ერთი მონიტორინგს გაუწევს სავაჭრო ტვირთბრუნვას საზღვრებზე. მისი თქმით, ამ კომპანიების ჩამონათვალი ჯერ ამომწურავი არ არის, ამიტომ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. „უახლოეს მომავალში გამოვლინდება ის კომპანია, რომლის მიმართაც ქართულ მხარეს ექნება თავისი პრეფერენციები. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება შეიძლება შეჩერდეს რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, თუმცა რა ვადაში მოხდება, ჯერ ცნობილი არ არის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მსო-თან დაკავშირებით შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ტვირთების მონიტორინგის მიზნით სამი დერეფანი შეიქმნება – როკი-გორის, ფსოუ-ზუგდიდისა და ლარსის. დერეფნებში ტვირთებს აუდიტორული კომპანია გააკოტროლებს.