საზოგადოება
თბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, მომღერალ ბერა ივანიშვილის ინფორმაციით, „ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ქართველი რეპერების გაერთიანება დაიწყო“.
„მომივიდა ხმები, რომ ხელისუფლებამ ჩემ წინააღმდეგ ქართველი რეპერების გაერთიანება დაიწყო (თბილისი, ქუთაისი და შესაძლოა, ტყიბულიც). იმასაც ამბობენ, რომ პირველად თანხად მათ 500 000 დოლარს დაჰპირდნენ. ალბათ, მალე ძალიან ბევრს ვიხალისებთ...“ – წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელ „Facebook“ -ის საკუთარ გვერდზე.