თბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ალა ჯიოევას მომხრეების განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 10 დეკემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება. ინფორმაციის სესახებ რუსეთის საინფომაციო სააგენტოები იუწყებიან.
აღნიშნული განცხადება ჯიოევას მომხრეებმა გუშინ ცხინვალში მიმდინარე მიტინგზე გააკეთეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მაინც შედგება. ისინი არ აკონკრეტებენ, სად რა ვითარებაში გაიმართება აღნიშნული ღონისძიება.
მანამდე სააგენტოსთან საუბარში ჯიოევას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მიხეილ ხანიკაევმა განაცხადა, რომ ინაუგურაცია ცხინვალის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ჩატარდება, სადაც შტაბის წარმომადგენლებს ათი ათასამდე მომხრის შეკრება სურთ.
„ხალხმა თავისი სახალხოდ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარება გადაწყვიტა და ეს ქმედება, ალბათ, უფრ პოლიტიკური იქნება, ვიდრე სახელმწიფოებრივი“, – განაცხადა ჯიოევას შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ხანიკაევმა.
მისივე თქმით, ინაუგურაციის ცერემონიალი ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე უნდა გაიმართოს. იქნება მრავალი ადამიანი, რომლებიც ალა ჯიოევას პრეზიდენტად გამოაცხადებენ.