პოლიტიკა
ივანიშვილი ევრაზიის კავშირში საქართველოს შეყვანას არ აპირებს

biz17თბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა და ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ ამ სტრატეგიას. ევრაზიის კავშირში საქართველოს შეყვანას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რაც გულისხმობს როგორც განვითარებულ ეკონომიკას, ისე მაღალი ხარისხის დემოკრატიას“, – აცხადებს ივანიშვილი.

ამასთან, ბიზნესმენმა უპასუხა კითხვას – „რა იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ხელისუფლებაში მოვა?“ მისი თქმით, ეს იქნება კომპეტენტური, კვალიფიციური, პოლიტიკურად ჯანსაღი პროფესიონალებისგან შემდგარი მთავრობის ჩამოყალიბება. „ასევე, გაგრძელდება კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამ მიმართულებით მუშაობას უკვე მოძრაობა „ქართული ოცნების“ ფორმატში დავიწყებთ“, – დასძინა ივანიშვილმა.