პუბლიკაციები
დემურ გიორხელიძე: „მომავლის მეცნიერული ლიდერი – შედეგი გონიერებისა!“

giorxeliZe-2ჩინეთი მომავლის მეცნიერულ ლიდერად იქნა აღიარებული, ანუ იმ ფუნდამენტური რამის ლიდერად, რომლის გარეშეც არ იგება და ვერ ნარჩუნდება ქმედუნარიანი სახელმწიფოები! სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ჩინეთის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც იშვიათი სისწრაფით იკრებს ძალას, უძლიერესი იქნება. იგივე გზას ადგანან თურქეთი, ირანი, ტუნისი და სხვა გონიერი ქვეყნები! (აი, შესაბამისი ინფორმაციის ლინკი: http://lenta.ru/news/2011/03/30/first/ ).

გასულ წელს, გაოცებულმა მსოფლიომ „აღმოაჩინა“ ის დაუფარავი სიამაყე და შეუნიღბავი სიყვარული, რომლითაც ჩინელებს უყვართ საკუთარი სახელმწიფო-ეროვნული დღესასწაულის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე წარმოდგენი მიღწევები განუზომლად აღემატებოდა ათი წლის წინანდელ მიღწევებს! დასავლურ კრიტიკულ საღ ინტელექტს არ გამოჰპარვია ეს ცვლილებები და მომენტალურად დაიჭირა ხალხის განწყობებიც და ისიც, რომ პროგრესი გასოცარი მასშტაბისა იყო!

მშურს ჩინელებისა, მაგრამ ეს შური კეთილია!

 

მინდა, რომ ჩემს თანამემამულებს უყვარდეთ საკუთარი სახელმწიფო და ეს სახელმწიფო მათი სიამაყის საფუძველს წარმოადგენდეს, მაგრამ კაცობრიობის ისტორია არ ფლობს პრეცედენტს იმისა, რომ ღირსეული სახელმწიფო როდესმე ვინმეს ვინმესთვის შეექმნას და გადაეცეს!

ღირსეული სახელმწიფო ხალხისა და გონიერი ხელისუფლების ურთიერთანამშრომლობით იქმნება და ხალხის დაუღალავ, მიზანმიმართულ, გააზრებულ და პროდუქტიულ შრომას ეფუძნება და არა ქარიზმატული ლიდერებისადმი მორჩილებასა და იმედად ყოფნას!

ღირსეული სახელმწიფოს შექმნა მხოლოდ თავისუფალ, ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ! მონებს არ სჭირდებათ ღირსეული და თავისუფალი სახელმწიფომათ კარგი ბატონიც ჰყოფნით!

მოლოდინი კარგი ცხოვრებისაილუზიაა, თუ თვითონვე არ ქმნი საკუთარ ღირსეულ მომავალს!

მოლოდინი იმისა, რომ ეს ღირსეული ყოფა შიძლება „ძიამ ანდა ძიაძიამ“ შეგიქმნას, მიამიტობისა და სიბრიყვის უდიდესი გამოვლინებაა! ეს მოლოდინი გოდოს მოლოდინია, მე კი არ მინდა, ჩემი თანამემამულეები სამუელ ბეკეტის კეთილშობილ, მაგრამ უნიათო და დაბეჩავებულ გმირებს დაემსგავსონ! 

არადა, აქეთკენ საკმარისად დიდი ნაბიჯია გადადგმული!

ასეთი აზრები აღმიძრა იმ  ერის თავდადებამ, დიდმა ნიჭმა და შემართებამ, რომელიც ცხოვრობს, შრომობს და ამაყობს, რომ იმ ერის შვილია, რომლის შვილობაც განგებამ არგუნა!

ადამიანი ორ რამეს ვერ ირჩევს მშობლებსა და ეროვნებას!

ღმერთმა  ქართველობა გვარგუნა – ეს თავისთავად არ არის ცუდი, მაგრამ მხოლოდ ეს არ შეიძლება იყოს სიამაყის საფუძველი! არც ჩვენი ისტორიაა სხვის ისტორიაზე მეტი შუქ-ჩრდილებით დაფარული.ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი წარსულისა, სამარცხვინო არაფერია, დასფიქრებელ-გასაანალიზებელი კი უამრავი!

ჩვენ არ გვყავდა ცუდი წინაპარი, თუმცა, ისიც ხშირად, თავისი მოქმედებისას და მოღვაწეობისას ცდომილებებათა მაღალი ამპლიტუდით მოქმედებდა, მაგრამ ეს არაა სამარცხვინო, – გონიერ ადამიანებს წარსულის კრიტიკული აღქმა სჩვევიათ ხოლმე!

ჩვენი შვილების ღირსეული მომავლისა და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, ჩვენი ცხოვრების ღირსეული გარემოს  შექმნისთვის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ამ მთავარ მიზანს უნდა ემსახურებოდეს! მაგრამ წარმატებული სახეელმწიფოები შეთანხმებული საზოგადოებების სახელმწიფოებია!  წარმატებული საზოგადოებები საკუარ მომავალზე შეთანხმებული საზოგადოებებია!

ჩვე არა ვართ შეთანხმებული საზოგადოება!

ჩვენი მომავლის კონტურები არ არის ერთიანი თანხმობით მოხაზული!

...ამქვეყნად იზოლირებულად ბედნიერი ვერავინ იქნება!

შეგნება იმისა, რომ შენი მომავლის მომავალი საფრთხის ქვეშაა, თუ შენი თანამემამულეების უდიდესი ნაწილი სიდუხჭირესა და განუვითარებლობის ჭაობში გააგრძელებენ ცხოვრებას, შეიძლება იყოს ის პირველი დადებითი იმპულსი, რომელმაც თანდათანობით უნდა შეცვალოს განწყობები და გაგვიყვანოს ურთიერთ პატივისცემითა და ურთიერთ პასუხიმგებლობით ცხოვრების რეჟიმზე!

დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმეა და სხვა არაფერი!

დემურ გიორხელიძე - საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“