პოლიტიკა
ცხინვალში მომიტინგეთა პერმანენტული აქციები გრძელდება

aqcia-jioevaთბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ალა ჯიოევას მხარდამჭერებმა ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე, მთავრობის სახლის წინ რამდენიმე კარავი გაშალეს.

„ჩვენი საპროტესტო აქცია პერმანენტულში გადაიზარდა“, – განაცხადა ჯიოევას ერთ–ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ანატოლი ბარანკევიჩმა.

„ჩვენ ახლა კარვებს ვდგამთ და აქ მანამ დავრჩებით, სანამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას არ მივაღწევთ“, რომლითაც 27 ნოემბრის მეორე ტურის შედეგები გაბათილდა“, - განაცხადა ბარანკევიჩმა.

მთავრობის სახლი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღით აღჭურვული სპეცდანიშნულების რაზმებითაა გარშემორტყმული.

ჯიოევამ კრემლის წარმომადგენელთან სერგეი ვინოკუროვთან განაგრძო მოლაპარაკებები, რომელიც მოსკოვმა ცხინვალში არჩევნების შემდგომი დავის მოსაგვარებლად გამოაგზავნა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან ჯიოევამ თავი შეიკავა. ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კრემლის წარმომადგენელი ცხინვალიდან მოსკოვში დაბრუნებას გეგმავს.

ალა ჯიოევას ნდობით აღჭურვილმა პირმა ანატოლი ბარანკევიჩმა შეუდგა  ხელმოწერების წეგროვებას რესპუბლიკის პარლამენტის დაშლის მოთხოვნით.

ცხინვალში დაძაბულობა მატულობს.