საზოგადოება
„ზესტაფონი“ თბილისში ემზადება
11zestafon-dinamoთბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში დაპირისპირება „ზესტაფონსა“ და „დინამოს“ შორის დიდთოვლობის გამო გადაიდო, იმერლები დედაქალაქში  გამოემგზავრნენ და „მერანთან“ შესახვედრად აქ ემზადებიან.

ვარჯიში ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ოთხშაბათს განაახლეს. როგორც კლუბის პრესატაშემ სერგო ფუტკარაძემ გვამცნო, კლუბის ბაზაზე თოვლი დევს, რის გამოც იქ ვარჯიში შეუძლებელი გახდა და გუნდი თბილისში გამოემზგავრა.

იმერლები საფეხბურთო სკოლა „საბურთალოს“ მოედნით სარგებლობენ და იქ მიმდინარეობს სამწვრთნელო პროცესი, სასტუმრო „პრესტიჟში“ კი დაბანაკებულები არიან.

„მერანთან“ მატჩში „ზესტაფონს“ ალექსი ბენაშვილი დააკლდება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

მატჩი მარტვილში, 4 დეკემბერს გაიმართება, თუმცა სტადიონზე დიდი თოვლია და ძნელი სათქმელია, რამდენად მოხერხდება იქ თამაშის ჩატარება.