სამართალი
პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა

mikheil-saakashvili_7თბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე, ჰუმანური მოსაზრებებით, მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო, ასევე, ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. ფუქსს – 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.