საზოგადოება
ელისო კილაძე: „მაესტროში“ დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტის ნამდვილ მიზეზს მალავენ“

kiladzeeeთბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე ელისო კილაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ინფორმაცია, რომელიც გუშინ მივიღე, მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე კონფლიქტის ნამდვილ მიზეზს საგულდაგულოდ მალავს. მოგმართავთ თხოვნით, დამითმოთ საეთერო დრო ნებისმიერ ფორმატში, რათა თქვენივე ეთერის მეშვეობით მივაწოდო ეს ინფორმაცია მაყურებელს და იქვე მოვისმინო თქვენი პასუხი შემდეგ კითხვებზე: რა ტიპის ცვლილებების დარეგისტრირებას ცდილობდა „მაესტროს“ დამფუძნებელი საჯარო რეესტრში? ვინ და რა შინაარსის მესიჯი გაუგზავნა ტელევიზიაში შეჭრის წინა ღამეს ეროსი კიწმარიშვილს? რეალურად ვინ დგას გია გაჩეჩილაძის წილის უკან  და რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის სახელდახელო სტუმრობას ეკა ბერიძის საავტორო გადაცემაში „მაესტროს“ წილის შესაძლო გაყიდვასთან? იმედს ვიტოვებ, ჩემს თხოვნას გულისყურით მოეკიდებით და საეთერო დროს დამითმობთ“, – ნათქვამია კილაძის მიმართვაში.