სამართალი
ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი კი „მაესტროსთვის“ ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებს. როგორც თავად აცხადებს, „სასამართლოს გარდა რამდენიმე საათში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს, რათა „მაესტროს“ სხვა ოფისიდან მაუწყებლობის განახლების უფლება არ მიეცეს, რადგან კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება არალეგალური და მმართველი კომპანიის თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს.
„გარდა ამისა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი უფლებები, რომელიც ყაჩაღური გატაცების შედეგად იქნა დარღვეული, აღდგეს, მათ შორის, უფლებები მაუწყებლობაზე, უფლებები ქონებაზე. რა თქმა უნდა, არ მაქვს დიდი ილუზია, რომ სასამართლო სიმართლის მხარეს დაიკავებს და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება პროცესის მაქსიმალურ ხელშეშლაზე ითამაშებს, რადგან მაუწყებლობაშეჩერებული „მაესტრო“ მას ძალიან აწყობს, თუმცა სამართლებრივ გზას ვერ ავცდებით. ამ ეტაპზე ჩემი წარმომადგენლები იმ ყველაფრის ინვენტარიზაციას ახდენენ, რაც ღლონტმა და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა წაიღეს. გატაცებულია ყველა ფინანსური დოკუმენტაცია და ყველა ტექნიკა, რისი გატაცებას შეიძლებოდა“, – აცხადებს კიწმარიშვილი.